ანაბოლური სტეროიდები

ანაბოლური სტეროიდები

სტეროიდებზე ბევრი სულელური და მცდარი აზრი არსებობს. ამ პოსტის წაკითხვის მერე კი წარმოდგენა გექნებათ მათ რეალურ მოქმედებაზე.

ადამიანის კუნთის სტრუქტურა ცილებისგან (protein) შედგება, ვარჯიშის დროს ექსტრემალური დატვირთვისას კუნთის სტრუქტურა ირღვევა, შემდეგ ორგანიზმი დასვენების დროს კუნთს აღადგენს მიღებული საკვებიდან გადამუშავებული ცილების ხარჯზე და დაზიანებული უჯრედების ადგილზე ახალი, უფრო დიდი და ძლიერი უჯრედები ყალიბდება და კუნთის ვიზუალური ზრდაც ამის შედეგია. მაგრამ პრობლემა ისაა რომ ეს პროცესი მამაკაცური ჰორმონის-ტესტოსტერონის ხარჯზე მიმდინარეობს, რომელიც გარკვეული დოზით გამოიყოფა ორგანიზმში, ასევე ეს ჰორმონი უზრუნველყოფს სექსუალურ აქტივობას, მისი რაოდენობის შემცირება ორგანიზმში იმპოტენციას იწვევს.

არსებობს სპორტული კვების დანამატები, რომლებიც ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა და სტეროიდებში არ უნდა აგვერიოს. ესენია: კრეატინი (შეიცავს უმი ხორცი), პროტეინი (იგივე ცილა) და ამინომჟავები (რომლისგანაც შედგება ცილა). ეს დანამატები ეხმარება სპორტსმენს მოიმატოს კუნთოვანი მასა, ძალა და ხელი შეუწყოს ტესტოსტერონის გამოყოფას ორგანიზმში. მაგრამ სტეროიდებთან შედარებით მათი ეფექტი უმნიშვნელოა. ანაბოლური სტეროიდი არის იგივე ხელოვნური ტესტოსტერონი. მისი მიღების დროს ორგანიზმს პირდაპირ “ვაჭმევთ” ტესტოსტერონს, რაც აჩქარებს კუნთების აღდგენის პროცესს, შესაბამისად, იწვევს ძალისა და კუნთოვანი მასის არარეალურ ზრდას. მაგალითისთვის, ათლეტი, რომელიც არ იღებს სტეროიდებს და დაჭირდა 10 წელი რაღაც დონის მისაღწევათ, სტეროიდების დახმარებით ამ შედეგს დაახლოებით 4 წელიწადში მიაღწევდა. მაგრამ ვარჯიშის ტემპი და დატვირთვა მაქსიმალური უნდა იყოს.

თუმცა სტეროიდების წლების განმავლობაში მოხმარებას საშიში გვერდითი ეფექტები აქვს: იზრდება გულის დაავადების რისკი, ნადგურდება ღვიძლი და რაც მთავარია სტეროიდების მომხმარებლის ორგანიზმში ტესტოსტერონის დონე შეიძლება 100-ჯერ მეტი იყოს ჩვეულებრივი მამაკაცის დონეზე და შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ სანამ სტეროიდებზე იჯდება სექსის ამბავში ვეფხვია :D. მაგრამ რამდენიმე ხნის მოხმარების შემდეგ ორგანიზმი ეჩვევა ტესტოსტერონის ხელოვნურ მიღებას და კარგავს მისი თავად გამომუშავების უნარს, რაც იმპოტენციას იწვევს. ხშირად გამიგია ფრაზები: “სტეროიდებით გაბერილ კუნთებს ძალა არ აქ”, “მე რო დავლიო ორ დღეში შვარცნეგერი ვიქნები” და ა.შ. ეს რათქმაუნდა სრული სისულელეა, ჯერ არ მოგონილა ისეთი პრეპარატი, რომელსაც დალევ, დაიძინებ და დაკუნთუკი გაიღვიძებ.

სტეროიდების გვერდითი მოვლენები:

  • გამონაყარი
  • აგრესია
  • ანაფილაქსიური
  • შოკინაკლოვანება
  • დაბადებისას სისხლის შედედება
  • კიბო
  • კარდიოვასკულარული დაავადება
  • დეპრესია
  • გინეკომასტია
  • თმის ცვენა
  • მომატებული სისხლის წნევა.
  • იმუნიტეტური სისტემა
  • თირკმლის პრობლემები
  • ღვიძლის პრობლემები
  • პროსტატის გაფართოება
  • კვერცხებთან დაკავშირებულია ატროფია
  • წყლისა და მარილის შეკავება
  • შედარებით უმნიშვნელო ბევრი სხვა რამ

ასე რომ, კარგად დაფიქრდით, სანამ ქიმიის (სტეროიდების) მიღებას გადაწყვეტთ.

Posted on: 01/03/2017Dusty